,,ნიკოლოზის ვერანაირი სასჯელი ვერ ამინაზღაურებს იმ მორალურ მდგომარეობას, რაც გადამატანინა”- ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არ უნდა იყოს გათვალისწინებული მისი სტატუსი.

„მე ნიკოლოზის ვერანაირი სასჯელი ვერ ამინაზღაურებს იმ მორალურ მდგომარეობას, რაც გადამატანინა და რასაც სჩადიოდა ამდენი წლის განმავლობაში. არ ვოცნებობ, რომ აუცილებლად უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს. მისი ვერანაირი მდგომარეობა ვერც მორალურ და ვერც ზნეობრივ საფასურს ვერ გადაიხდის. ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ისევე როგორც ყველა კანონიერმა მოქალაქემ და არ უნდა იყოს გათვალისწინებული მისი სტატუსი, ან საზოგადოებრივი მდგომარეობა“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

მსგავსი თემები