,,საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება”- კახა კალაძე

,,საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში,” – ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც ქვეყანას და ხალხს სჭირდება.

,,ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ზუსტად ოპოზიციას აქვს, რასაც ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში. მათი დამოკიდებულება, მათი დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ყველა წარმატებას, ყველა წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს სჭირდება. ისე, როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. ასე რომ, საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები