,,საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე პატრიოტული და კეთილსინდისიერია”- შალვა პაპუაშვილი

,,ამ დეზინფორმაციის მორევში, უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არის ყველაზე პატრიოტული,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თუკი ვინმეს რაიმე სამართლებრივი არგუმენტი აქვს, სამართლებრივ რეაგირებაზე უნდა ისაუბროს და არა ისტორიები მოყვეს ტელევიზიით.

„მე კომენტირებაც მიჭირს უკვე იმდენი ისტორიების მოყოლა ხდება. თუკი ვინმეს რაიმე სამართლებრივი არგუმენტი აქვს, ყველამ ამასთან დაკავშირებით შესაბამისად სამართლებრივ რეაგირებაზე უნდა ისაუბროს და არა ისტორიები მოყვეს ტელევიზიით. ეს ერთადერთია, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინაიდან ისტორიების განხილვას ამ მონაყოლის საფუძველზე პარლამენტში ვერ შევუდგებით.

ეს ისტორიები საერთო ჯამში ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ დაისვას კითხვა: ვუშვებთ თუ არა? და ეჭვი შევიტანოთ რაღაც საკითხებში იქ, სადაც ეჭვის შეტანის საფუძვლები არ არსებობს. ამ დეზინფორმაციის მორევში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არის ყველაზე პატრიოტული, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არიას ყველაზე კეთილსინდისიერი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გოგაშვილის მეუღლის განცხადებით, მათთან ირაკლი კობახიძე მივიდა  და დუმილის სანაცვლოდ მეტი ფული და თანამდებობა შესთავაზა.

მსგავსი თემები