„უკრაინელ ნაცისტებს უსაფრთხოების გარანტიებს არავინ მისცემს“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთი უკრაინასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს, უფრო მეტიც, როგორც ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, უკრაინელ ნაცისტებს უსაფრთხოების გარანტიებს არავინ მისცემს.

„კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების” პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს „გარანტიებს” უკრაინელ ნაცისტებს”, – ასეთია მედვედევის გზავნილი.

ის „დასავლელ ბოსებზეც“ საუბრობს, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ.

„ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა, სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა, უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენვას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა“, – აცხადებს  მედვედევი.

მსგავსი თემები