ევროპარლამენტარის შეფასებით, პოლარიზაცია მთავარ პრობლემად რჩება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, საერთო ენა გამონახონ და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ერთობლივად იმუშაონ. ევროდეპუტატი საქართველოს მთავარ პრობლემად ისევ პოლარიზებას ასახელებს.

„მოხარული ვარ, რომ პროცესი მიდის და სამუშაო ჯგუფები მუშაობენ. ასევე, არსებობს მკაფიო გეგმა, როდის რა უნდა გაკეთდეს, ეს ძალიან კარგია. ყველაზე დიდ პრობლემად ი დეპოლარიზაციას დავასახელებდი. ყველამ უნდა მოახერხოს ერთად მუშაობა და თანამშრომლობა. ის, რაც გვჭირდება არის ბევრი რეფორმა, დემოკრატიული, საარჩევნო და ა.შ. სამუშაო ბევრია. სამუშაო პროცესში მონაწილეობას ბუნებრივია, ვერავის აიძულებ, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ სამუშაო ჯგუფებს ექნებათ შედეგი, რომელიც მოსახლეობას მისწვდება და მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან, ისინი ვინც პროცესს მიღმა იდგნენ, იქვე დარჩებიან. თუ მათ არც მომავალში ექნებათ ამის სურვილი, ვფიქრობ, შედეგს მკაფიოდ იგრძნობენ არჩევნებზე“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

 

მსგავსი თემები