,,გერმანიიდან იმედგამაცრუებელი სიგნალებია”- დმიტრო კულება

,,იარაღთან დაკავშირებით გერმანიიდან სიგნალები იმედგამაცრუებელია,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„სიგნალები გერმანიიდან იმედგამაცრუებელია, მაშინ, როცა უკრაინას ახლა ესაჭიროება „ლეოპარდები“ და „მარდერები“, რათა გაათავისუფლოს ხალხი და დაიცვას ისინი გენოციდისგან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება, მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და გამართლებები. რისი ეშინია ბერლინს, კიევს კი არა?“, – წერს კულება.

ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინიტრმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა.

მსგავსი თემები