თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მათივე ცნობით, მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს.

„ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები