,,დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს”- დმიტრო კულება

„ჩვენ რუსეთთან ომში ვართ არა იმისთვის, რომ მათთან საუბრის შესაძლებლობა მივიღოთ, არამედ გამარჯვებისთვის“, – ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, მზად არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხება.

,,მოლაპარაკების ვარიანტს არავინ უარყოფს, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ საკითხავია, რა პოზიციაზე ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს და ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ტიპი, რომელიც მას ნამდვილად ესმის. მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ეხება. და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ყველა პარტნიორს”,- განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები