20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები -გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა კვლავ მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, მოსამართლემ ისინი სხდომათა დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ის ამ ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან დაკავებული 5 პირი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

შეგახსნებთ, ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები