,,რაც კი ქონება მაქვს, ბანკით მაქვს შეძენილი”- სოსო გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვას ქონებები დაუყადაღეს.  გოგაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე იმყოფებოდნენ.

გოგაშვილის მეუღლის განცხადებით, ბინა, რომელიც მას დაუყადაღეს ბანკის სესხით არის შეძენილი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს.

“არაფერზე ხელი არ მოვაწერე, გავეცანი, მაგრამ არ დავეთანხმე. მე რაც კი ქონება მაქვს, მაქვს ბანკით შეძენილი, სასამართლოში წარვადგენ ყველა დოკუმენტს.

მინდა მივმართო, შოთაძეს, რომ სანამ გოგაშვილის ქონებაზე დაიწყებს გამოძიებას, მანამდე ამ ჩინოვნიკების – გიორგი ღამბაშიძეზე, ლილუაშვილზე, წმინდა ვახუშტიზე, მდინარაძეზე, ანრი ოხანაშვილზე დაიწყოს გამოძიება, როგორ აქვთ შეძენილი, მათ ცოლებზე, ცოლის დაქალებზე სიდედრებზე, სიდედრის დაქალებზე მძღოლებზე და მძღოლების ძმებზე გადაფორმებული ქონება”, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

ცნობილია, რომ ქონება 10-მდე ადამიანს დაუყადაღეს. სოსო გოგაშვილის ოჯახი ქონების დაყადაღებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მსგავსი თემები