ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სუს-ის მაღალჩინოსნის განცხადებებზე, რომელიც რუსულ სპეცსამსახურის თანამშრომლებთან თანამშრომლობას ეხება, განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია გეგმავს.

„კეთდება აბსურდული განცხადებები, რაზეც რეაგირება ვერ გვექნება. ამის მიზანიც ის არის, რომ მუდმივად ვიყოთ რეაგირების რეჟიმში, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის პარტიებს შეუძლიათ ასეთი აბსურდები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამის საშუალება არ მივცეთ. გავდივართ ყველა საკითხს, რომელიც ასეთ პრინციპულ თემებს უკავშირდება, კიდევ ერთხელ შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არის აბსურდული თემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი  ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საზღვარზე საერთოდ არ ფიქსირდება. ოპოზიცია კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

მსგავსი თემები