თურქეთი სომხეთს მოუწოდებს, პროვოკაციები შეწყვიტოს

სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას თურქეთის მხარეც აკეთებს და სომხეთს პროვოკაციები შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„სომხეთმა უკვე უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები. ისინი უნდა ფოკუსირდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობაზე“ – აცხადებს  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც განცხადებასაც აზერბაიჯანული მედის ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სამხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან საომარი მოქმედებები განახლდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

მსგავსი თემები