„გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის“ – აზერბაიჯანული მხარე

​სომხეთ-ზერბაიჯანის საზღვართან საომარი მოქმედებების განახლებაში ბაქო სომხეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ პროვოკაციები წამოიწყეს.

განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვა სხვადასხვა მიმართულებით აწარმოეს. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის ნაღმმტყორცნებით. შედეგად გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ საპირისპიროს აცხადებს სომხური მხარე.

მსგავსი თემები