აშშ საომხეთ-აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნელბლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის განცხადებას ავრცელებს.

„აშშ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ცნობების გამო. როგორც ჩვენ დიდი ხნის წინ მკაფიოდ განვაცხადეთ, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

შეგახსენებთ, რომ სოხმეთმა და აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები განაახლეს.

 

მსგავსი თემები