,,ივანიშვილის ამ დავალების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ”- გოგაშვილი

,,ივანიშვილის ამ დავალების შემდეგ, მე უკვე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მომეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ, რომლის ნაწილიც სამწუხაროდ მეც ვიყავი,”- ამის შესახებ  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნი სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში წერს.

გოგაშვილის თქმით, ვლადიკავკაზში აირზენას ჩარტერით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური გადაფრენის შემდეგ, ინფორმაციის გაჟონვის დაზღვევის მიზნით, ორივე პილოტი ისმინებოდა.

,,სამხილებლად რუსულ სპეცსამსაურებთან თანამშრომლობის ამ ეპიზოდზე, ასევე სხვა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რასაც ვასაჯაროვებ, მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები (აუდიო, ვიდეო, ფოტო და ა.შ.) რაც შეეხება ვლადიკავკაზში გადაფრენას აირზენას ჩარტერით, ჩვენ ამ ფრენის შემდეგ მოსმენაზე დავსვით ორივე პილოტი, რადგან გადაგვეზღვია ინფორმაციის გაჟონვა და რამდენიმე თვე ვაკონტროლებდით.

მე ბუნებრივია ახლა არ დავასახელებ მათ გვარებს და არც ტელეფონის ნომრებს, გასაგები მიზეზების გამო, რაც მათ უსაფრთხოებას უკავშირდება. ისინი თუ გაითავისებენ თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ამაზე ხმამაღლა ისაუბრებენ, ეს იქნება მათი პატრიოტიზმის გამოვლინება, რასაც მე მივესალმები.

როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და მართლმსაჯულება განთავსიფულდება ივანიშვილის კონტროლისგან, ჩემგან მათ გადაეცემათ ყველანაირი მტკიცებულებები, ასევე, დაიკითხება ეს ორი პილოტი და კიდევ ბევრი სხვა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც უწყებები უკვე იქნებიან ნამდვილად ქართული და დამოუკიდებლები,”- წერს გოგაშვილი.

,,ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საზღვარზე საერთოდ არ ფიქსირდება“ – სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები