,,საქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა”-ალექსანდრე დარახველიძე

,,საქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აეროპორტებში მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა და ოფიცრები, ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს.

,,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატაშეების ქსელი გავაფართოვეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავს. ასევე, კრიმინალიზებული გახდა ორგანიზებულად საქართველოდან პირის, მიგრანტის გაყვანა იმისათვის, რომ ვთქვათ, ევროპაში უსაფუძვლოდ დარჩეს და გარკვეული ტიპის ბენეფიტები მიიღოს.

ჩვენ აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა ავამოქმედეთ, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ოფიცრები ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს და თუ ადგილი აქვს დარღვევას დოკუმენტებში, ანუ, პირს გარკვეული აკრძალვები აქვს, ბუნებრივია, მისი რეისიდან მოხსნა ხდება და მისი გამგზავრება ევროპაში აღარ ხორციელდება. 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა,”- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მსგავსი თემები