,,ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს”- მამუკა მდინარაძე

,,ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, იმ ქვეყნის ინტერესები გაატაროს, რომელიც აწყობს.

„ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწოდებენ მტრულს და ხან რომელს მოყვარეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აგენტი – აგენტია. მტრის ინტერესების გამტარებელი კიდევ უარესია და ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს – ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს ინტერესებიდან გადმოვიდეთ. ისინი მერე პიარულად, რუსულ ინტერესებს არქმევენ.

ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს, რაც არ უნდა რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რაღაცების სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე საქართველოს ეროვნული ინტერესები იქნება. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან.

ერთი მხრივ, რეზოლუცია არ დაავიწყდეთ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს, ამაზე რუსეთს ხელი მოუწერეს და სხვისი მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობენ და მეორე მხრივ, სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გატარება, როცა ეს შეიძლება საქართველოს ინტერესში არ ჯდებოდეს არის ასევე, მოღალატეობრივი“, – განაცხადა მამუკ მდინარაძემ.

მსგავსი თემები