,,რუსეთმა, სავარაუდოდ, ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა”- ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა სავარაუდოდ, საკუთარი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდან.

უწყების ცნობით, უკრაინის სამხრეთით, ხერსონთან ახლოს რუსეთს, სავარაუდოდ, უჭირს ფრონტის ხაზზე  საკმარისი რეზერვის მიტანა მდინარე დნეპროს გავლით.

მათივე შეფასებით, სამხრეთში უკრაინული შორი მოქმედების არტილერია ახლა ისე ხშირად ურტყამს მდინარე დნეპროს გადასასვლელებს, რომ რუსეთს არ შეუძლია მათი შეკეთება და ძალების მომარაგება.

„უკრაინის სწრაფ წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე. უკრაინაში განლაგებული ძალების უმეტესი ნაწილი იძულებულია პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები