,,შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს”- იაგო ხვიჩია

,,შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით – არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ან პოლიტიკური საკითხები გადაიჭრას,”- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, „შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანების გათავისუფლებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ“.

„თუ შერიგებას ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკოსებიდან – მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შერიგებით, ეს რთული იქნება, ქვემოდან უნდა დავიწყოთ და პრეზიდენტმა ეფექტიანი ნაბიჯი უნდა გადადგას. მან ბევრჯერ ისაუბრა შერიგებაზე, მაგრამ ახლა საქმეც უნდა მოაყოლოს. უნდა გაჩნდეს მექანიზმი, რაც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ასეთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი შეწყალების მექანიზმია. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ან პოლიტიკური საკითხები გადაიჭრას, ეს არაფერ შუაშია, მაგრამ უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესი ჩვეულებრივი ადამიანების გამოშვებით, რომლებიც ციხეში არ უნდა იყვნენ. უნდა გამოუშვას ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები და რომელთა საქმეშიც არ არიან დაზარალებულები, მინიმუმ ამით შეგვიძლია დავიწყოთ შერიგების პროცესი. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილს – ეს პოლიტიკური საკითხებია და ცალკე უნდა გადაწყდეს. ყველაფერი უცბად და ერთდროულად არ გამოდის, ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და ვაჩვენოთ, რომ საზოგადოების შერიგების პროცესი იწყება და არა პოლიტიკოსების, რომლებიც ხვალ ისევ იჩხუბებენ”,- აღნიშნა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები