უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

უწყების ცნობით, უკან დახევის დროს რუსი ოკუპანტები პოზიციებს სწრფად ტოვებენ და გარბიან.

გენშტაბი ამბობს, რომ რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის თბოელექტროსადგურზე, რომელიც ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს წარმოადგენს.

ამასთან, ოკუპანტებისგან ტერიტორიების გათავისუფლების ღონისძიებები ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში გრძელდება.

მსგავსი თემები