,,ჩემი პრინციპია, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის არ აპირებს დაელაპარაკოს მათ, ვინც ულტიმატუმებს უყენებს.

,,ჩვენი მებრძოლების ქმედებები უკრაინის სამხრეთით ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ. მე ვერ ვხედავ რუსეთისგან კონსტრუქციული მოლაპარაკების სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები, პუტინმა თუ ვინმე სხვამ, ეს არის ჩემი პრინციპი, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს. რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები