„პუტინთან მოლაპარაკების საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველზეა“ – უკრაინული მხარე

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების თემა იდევ გააქტიურდა. ამჯერად, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა, უკრაინა პროცესს აჭიანურებს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ თანახმაა მოსალაპარაკებლად, თუმცა, მოლაპარაკება ბრძოლის ველზე შედგება.

„პუტინთან დისკუსიისთვის საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია. ყოველთვის შეგიძლიათ დაურეკოთ პუტინს ტელეფონზე, მაგრამ ეს არ მოიტანს შედეგს. აზრი არ აქვს, რადგან ის მატყუარაა და ვფიქრობ, რომ ემანუელ მაკრონმა ეს იცის. მახსოვს  ძალისხმევა, რომელიც მან ომის წინ გასწია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. იმუშავა? არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა მას შემდეგ გადაიფიქრა ან მზად არის მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა კულებამ ფრანგულ გამოცემასთან.

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე თანახმაა და პროცესის გაჭიანურებაში უკრაინას ადანაშაულებს

მსგავსი თემები