რუსეთი უკრაინას „ტუ-22 ემ3“-ით ბომბავს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს, რუსეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი „ტუ-22 ემ3“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით ბომბავს.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ.

როგორც საჰაერო ძალების სპიკერი  იური იგნატი აცხადებს, რუსულმა ავიაციამ იერიში  უკრაინის ჩრდილოეთიდან, მოგვიანებით კი სამხრეთიდან განახორციელა.

„მტერი მუდმივად გვაშინებს სარაკეტო შეტევებით. სამწუხაროდ, ამ თვითმფრინავების გასანეიტრალებლად ჯერ არ გვაქვს საშუალებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. შემდეგ კი ცოტათი იოლად ვისუნთქებთ“, – აღნიშნა იგნატმა.

 

მსგავსი თემები