„რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის“ – უკრაინული მხარე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინელი ჯარისკაცების წარმატებებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, ოკუპანტი ქვეყანა ვალს აუცილებლად გადაიხდის.

„უკრაინის გმირობის 200 დღე. რუსეთი ცდილობდა უკრაინის განადგურებას, მისი თავისუფლების დამცირებას და ევროპის დაჩოქებას. დღეს უკვე გასაგებია, რომ რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის. სამართლებრივად და ფიზიკურად“ – აღნიშნავს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელები წინ მიიწევენ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ნელ-ნელა ათავისუფლებენ.

მსგავსი თემები