„დაიწყო საბანკო ტერორი“ – დიმიტრი ლორთქიფანიძეს სანქციები დაადეს

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სანქციებში მოექცა.

როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, TBC ბანკმა სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა. ის ავრცელებს ბანკისგან მიღებულ წერილსაც, სადაც წერია, რომ ლორთქიფანიძეს ერთი კვირის ვადა აქვს ანგარიშებზე არსებული თანხის სხვა ბანკებში გადასატანად. წერილში ანაგარიშების დახურვის მიზეზად ბანკის შიდა პოლიტიკაა დასახელებული.

„TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!!
პასუხი გაგეცემათ!!!“ – წერს ლორთქიფანიძე.

მსგავსი თემები