„რუსული ჯარები გაიქცევიან“ –  თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გამარჯვებას უახლოვდებიან. როგორც რეზნიკოვი აცხადებს, რუსები მალე გაიქცევიან.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო იყოს და ნახავთ, რუსული ჯარები გაიქცევიან. დამიჯერეთ, ასე იქნება, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“- აღნიშნა მინისტრმა რეზნიკოვმა.

მისივე შეფასებით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, როდესაც დამცველებმა მათი იქიდან გამოძევება დაიწყეს.

შეგახსენებთ რომ უკრაინელებმა არაერთ ქალაქი გაათავისუფლეს და უკრაინის დროშა აღმართეს.

მსგავსი თემები