კოვიდპანდემიის პერიოდში ოჯახური ძალადობა და ქალთა სიკვდილიანობა გაიზარდა

2020 წელს ,,კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, “ლოქდაუნის” პირობებში, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის – „მსოფლიოში COVID-19-ის გავლენა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და სერვისების მიწოდების შესახებ“ მიხედვით, შესწავლილია მსოფლიოს 49 ქვეყანაში არსებული ვითარება,  გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვი გაზრდილია.

წითელი ჯვრის  ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით „კოვიდ 19-ის დროს სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და რეაგირება“, გაერთიანებულ სამეფოში კარანტინის პირობებში მომატებულია ოჯახში ჩადენილი მკვლელობები, ერთ-ერთ დახმარების ცხელ ხაზზე მსხვერპლთა შეტყობინებები გაიზარდა 700%-ით. კანადაში, კარანტინის პირობებში, ძალადობის რიცხვი ზოგიერთ რეგიონში 20-30%-ით გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში, მათ შორის, ეპიდემიების დროს იმატებს ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. სტრესი, სოციალური და უსაფრთხოების ქსელების რღვევა, მომატებული ეკონომიკური არასტაბილურობა და სერვისებზე წვდომის ნაკლებობა ქალთა მიმართ ძალადობის რისკებს აძლიერებს.

მსგავსი თემები