„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს“ – უკრაინული მხარე

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ძალიან ბევრი რუსი ტყვე ჰყავთ და არ იციან, რა უყონ. „უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს“ – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.

„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ამდენ ტყვეს, იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეიაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

მსგავსი თემები