აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, რუსეთის მოქალაქეები კი – აფხაზეთის

რუსეთი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. კერძოდ, აფხაზეთთან  2020 წლის 12 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი მოქმედებაში მოდის. პროგრამის, რომლის სახელწოდებაა ,,კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით, საერთო სოციალურ- ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება,”  რეალიზება იწყება.

ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რუსეთის სახელით ხელი მოეწერა შეთანხმებაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ.ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ. ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია.

„მიღებული იქნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია დაინტერესებულ ფედერალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტი 45 პუნქტს მოიცავს. მისი ერთ-ერთი ნაწილია მოქალაქეობის მიღება. შეთანხმებით, აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ და პირიქით ეხება რუსეთის მოქალაქეებსაც.

45 პუნქტიანი დოკუმენტის რეალიზება პუტინმა ამ დრომდე ვერ მოახარხა. დოკუმენტის მიხედვით, 15 პუნქტი 2021 წლის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო, დანარჩენი კი ემდეგ წლებზე ნაწილდება.

მსგავსი თემები