„თუ პრეზიდენტს ეჭვი აქვს, რომ უსმენენ, ფაქტები წარმოადგინოს“ – სუს-ის უფროსი პრეზიდენტზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ ეკადრება მოსმენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება. მისი თქმით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ეჭვი აქვს,  რომ უსმენენ, შეუძლია კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს.

„ეს შეგრძნება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ან მათთან დაახლოებულ ტელე-მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შევატყვე. შესაბამისად, შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება, არცერთ საკონსტიტუციო ფიგურას არ ეკადრება, მათ შორის პრეზიდენტს. თუ რამე კონკრეტული გააჩნია, შეუძლია წარმოადგინოს. განწყობების დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობას ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა აფასებდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები