„ბოლო კვირაში იყო გარდაცვალების 8 შემთხვევა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ქვეყანაში „კორონავირუსის“ გავრცელებისა და მართვის შესახებ მორიგ  ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფექციონისტი აცხადებს,

საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით.

„ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 787 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1826 ახალი შემთხვევა) მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 13 737 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1962 ახალი შემთხვევა). მათგან კლინიკებში კვირის ბოლოს მკურნალობდა 850 პაციენტი (6,7%), ხოლო დანარჩენი 11 936 პაციენტი მკურნალობდა ბინაზე. ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 73 436 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,41%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 0.95, რაც ასევე ინფექციის გავრცელების კლების ტენდენციებზე მიუთითებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ბოლო თვეებში COVID შემთხვევების მატების და COVID ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების 8 შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1 გარდაცვალება), რაც მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს.

მსგავსი თემები