,,არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე”- ირაკლი კობახიძე

,,საზოგადოება აფასებს ყველაფერს, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და ფაქტები. ფაქტები კი არის ის, რომ ნოლი კავშირი აქვს რუსეთთან ბიძინა ივანიშვილს,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე არის საუბარი. მისი თქმით, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება.

„საზოგადოება აფასებს ყველაფერს, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და ფაქტები. ფაქტები კი არის ის, რომ ნოლი კავშირი აქვს რუსეთთან ბიძინა ივანიშვილს და ნებისმიერ პირს, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ხელისუფლებასთან. საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და რა დონეზე იქნება ეს გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს „ვაშინგტონ პოსტი“ თუ სხვა.

როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. მითუმეტეს, ამ კაცს ბევრი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. ძალიან ბევრი შეიძლება ჰქონდეს დასაკარგი და შეიძლება გაჰყვეს მათ მოთხოვნას, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ჩართოს ქვეყანა ომში, მაგრამ მას აქვს დაფიქსირებული მკაფიო პოზიცია, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი შანტაჟით, მილიარდი კი არა, 10 მილიარდი რომ დადგეს პრობლემის ქვეშ, ის ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ ჩართავს ომში. მე საერთოდ არაფერი მაქვს დასაკარგი, არც ანგარიში მაქვს. ვინც აშანტაჟებს უკრაინის ხელისუფლებიდან კი ვნახეთ – პირდაპირ ითხოვენ ჩვენი ომში ჩართვას და იქვე აშანტაჟებენ, მარტივად არის საქმე. ეს კაცი  ამბობს, რომ არ გადადგამს ნაბიჯს იმისკენ, რომ ქვეყანა ჩართოს ომში. მითუმეტეს, არც მე, არც პრემიერს, არც სხვას ასეთი არაფერი გვაქვს დასაკარგი – არც ანგარიში და არც ქონება მაქვს საზღვარგარეთ, რით უნდა დაგვაშანტაჟონ? არაფრის ფასად მე არ მიღირს ის, რომ ჩემს ქვეყანას შევუქმნა პრობლემები, საიდანაც შეიძლება საუკუნეები ვერ ამოვიდეს. არც არახამიას, არც პოდოლიაკის და გვარი რომ ითქვა ამერიკელი ვინც არის, მათი შანტაჟი ვერ გადაგვადგმევინებს ამ ნაბიჯს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეთ. არავითარი სანქციის შიშით ჩვენ ქვეყანას ომში არ ჩავითრევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები