,,რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის” – ირაკლი კობახიძე ირანულ თვითმფრინავზე

,,რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის,”- ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ამერიკის მიერ სანქცირებულმა ირანულმა თვითმფრინავმა რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და ისინი განმარტავენ ყველაფერს.

,,რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის, ეს ერთი. მეორე – ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი და  დამატებითი განმარტებებიც თუ იქნება საჭირო ამას გააკეთებენ. ეს არის არსებითად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა არ არის სანქცირებული”- ლევან დავითაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები