ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ძლიერი ხანძარია

  •  

სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი, მსახიობი დავით ქაცარავა ატოცში, ოკუპანტების მხარეს ძლიერი ხანძრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ქაცარავამ განუცხადა, ხანძარმა ამ დროისთვის სიღრმეში გადაინაცვლა. 

“ცეცხლი საოკუპაციო ხაზის მხარეს არ მოიწევს. ჩვენი მხრიდან რაც ჩანს, ლოკალიზებისკენ მიდის. ხანძარი ოკუპირებული სოფლის, ქვემო ოქონას მიმართულებიდან დაიწყო. იქიდან წამოვიდა ცეცხლი და მოეკიდა ტყეს, ბუჩქნარს, მინდორს. საკმაოდ მძლავრი ცეცხლი იყო. ჩვენი ხაზისკენ და ბანაკისკენ მოიწევდა. დაახლოები 8-ის ნახევარზე დაიწყო. ფერდობის ქვევით ჩავიდა ცეცხლი, ზევით, ჩვენს მხარეს არ წამოსულა. რთულია იმის თქმა, რა არის ხანძრის მიზეზი. ხელოვნურად გაჩენილს უფრო ჰგავს”, – აცხადებს დავით ქაცარავა. 

მსგავსი თემები