რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების აგრესიის შედეგად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 127 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა, 826 კი დაზიანდა.

უწყების ცნობით, ისინი გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციასთან Project Hope-თან თანამშრომლობენ, რათა მთელ ქვეყანაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა აღადგინონ.

მათივე თქმით, დაზიანებული 62 ობიექტი უკვე აღდგენილია.

მსგავსი თემები