,,ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ტყუილია, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, დასანქცირებულია”- დეკანოიძე

,,ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი და მცდარი ინფორმაცია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, რა თქმა უნდა, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,” – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ  განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, კომპანია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი.

„ყველამ ნახეთ „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის სტატია, რომელიც არის სანქციების ჯგუფის თანაავტორი ერმაკთან ერთად. მაკფოლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ დასანქცირდება, რადგან ხელს უწყობს რუსეთის ბარბაროსულ აგრესიას. ეს კომპანია  არის დასანქცირებული აშშ-ის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს სახელმწიფო გადააქციოს ტერიტორიად, რომელიც გვერდს უვლის სანქციებს. ამიტომ, ასეთი იქნება რეაქცია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა გვესმის უკრაინელი პარტნიორებისგან, ახლა უკვე საერთაშორისო პრესისგან და ასევე და ვნახეთ USAID-ის განცხადება კლეპტოკრატიულ რეჟიმთან დაკავშირებით,“- განაცხადა დეკანოიძემ.

,,ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა არ არის სანქცირებული”- ლევან დავითაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები