,,თუ ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ, განდევნოთ რუსული გავლენა მთავრობიდან, არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება, შთაგაგონოთ”-კინზინგერი

კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ქართული ლეგიონის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, ის ამაყობს ქართული ლეგიონით.

,,ჩემს მეგობრებს საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენისა და მისი წარმომადგენლების განდევნას თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ. ვამაყობ ქართული ლეგიონით,”- წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე.

მსგავსი თემები