დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა – ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10 დღეში დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ს გარდაცვალების გამო, გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ გაიმართება.

გლოვის პირველ დღეს, ჰაიდ პარკსა და თაუერ ჰილზე 96-ჯერ გაისვრიან, თითოეული გასროლა დედოფლის სიცოცხლის თითოეულ წელს მიეძღვნება და ეროვნული წუთიერი დუმილი გაიმართება.

სამეფო ოჯახი სამძირებს მთელი მსოფლიოდან და სახელმწიფოთა ლიდერებისგან იღებს. დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში გართულდა და ბალმორალის სასახლეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გუშინ, შოტლანდიაში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები