უბედური შემთხვევა რუსთავში – 50 წლამდე ქალი სკოლის მე-3 სართულიდან გადავარდა

რუსთავში 50 წლამდე ქალი სკოლის მე-3 სართულიდან გადავარდა. ქალი სკოლაში დამლაგებლის პოზიციაზე მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მე-3 სართულზე ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ წინ მოხდა.

მსგავსი თემები