,,ელისაბედ მეორე თაობებს ემახსოვრება, ის იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დედოფალი ელისაბედ მეორე თაობებს ემახსოვრება.

„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში  უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები