უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბალაკლეა გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა.

„ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ. ამაყი ვარ, გაუფრთხილდით თავს, გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს რომელშიც ჩანს, თუ როგორ აღმართეს უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სახელმწიფო დროშა.

„ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში.

ცნობისთვის, ქალაქი ბალაკლეა რუსეთის არმიას ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული.

მსგავსი თემები