,,ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას”- მეფე ჩარლზი

ელისაბედ მეორის შვილი და გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე ჩარლზი დედის გარდაცვალებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

,,ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია. ჩვენ ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, რომ მის დაკარგვას მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს.

ამ გლოვისა და ცვლილებების მომენტში, მე და ჩემს ოჯახს გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის შესახებ, რაც დედოფლის გარშემო ასე ფართოდ იყო გავრცელებული,”- წერს მეფე ჩარლზი.

შეგახსენებთ, რომ ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში შოტლანდიაში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები