,,სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს”- ზელენსკი

,,სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო მეთაურები აგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და თავდაცვის მთელი სექტორი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რესურსითა და მასალით

„თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი. დღეს ეს მოძრაობა გაგრძელდა, გვაქვს ახალი შედეგები. პირველი სექტემბრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი. მადლობა ყველას, ვინც ეს უზრუნველყო. მადლობა არმიას, მზვერავებსა და სპეცსამსახურებს ყველა უკრაინული დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში აღიმართა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები