რუსეთის მოქალაქეები პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ.

,,არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. აქ თქვენი ჩამოსვლა არავის უხარია“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, შეზღუდვები ეხება ტურისტული, კულტურული, სპორტული და საქმიანი მიზნით მოგზაურობის მსურველ პირებს.

როგორც, 4 ქვეყნის საერთო განცხადებაშია აღნიშნულია,  “ევროკავშირში მოგზაურობა წარმოადგენს პრივილეგიას და არა ადამიანის უფლებას“.

მსგავსი თემები