დედოფალი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე  გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დედოფალი გარდაიცვალა მშვიდად ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს შუადღისას“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. დედოფალი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სასახლესთან ადგილობრივები იკრიბებიან და დედოფალს გლოვობენ.

 

მსგავსი თემები