ენტონი ბლინკენი ირპენში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევიდან ქალაქ ირპენში ჩავიდა. სახელმწიფო მდივანმა დელეგაციის წევრებთან ერთად, საკუთარი თვალით იხილა ის სისასტიკე, რაც რუსულმა ჯარებმა ჩაიდინეს.

„განადგურებული ავტომობილები, დაბომბვის კვალი, დანგრეული საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. ბატონ ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ენახა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები“, –  აცხადებს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულება.

​ირპენში გამგზავრებამდე ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ირპენი რუსული სისასტიკის გამორჩეული მაგალითია.

 

მსგავსი თემები