დედოფლის მდგომარეობა გაუარესდა, ახლობლები სასახლეში იკრიბებიან

დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან.

დედოფლის ოჯახი წევრების ნაწილი უკვე ციხე-სიმაგრეშია, ნაწილი კი დედოფლისკენ მიემგზავრება. პრინცი ჩარლზი, ოჯახთან ერთად უკვე ჩავიდა ბალმორალში. სასახლისკენ მიემგზავრებიან პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი.

შეგახსენებთ, რომ ექიმების ინფორმაციით, დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეკომენდებულია, რომ ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს.

მსგავსი თემები