ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ზელენსკის ხვდება

უმაღლესი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ამერიკის მხრიდან მორიგ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა,  პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიოდ ადასტურებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება. მისივე თქმით, კიევი იყო და დარჩება დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად.

 

მსგავსი თემები