„არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში“ – ესტონეთის საგარეო მინისტრი რუსეთის მოქალაქეებს

რუსეთის მოქალაქეების მიღება არაერთი ქვეყნისთვის უკვე სასურველი არ არის. უფრო მეტიც, ბევრი ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ ქვეყანაში არ ჩავიდნენ.

ერთ-ერთი ასეთი, რომლისთვისაც რუსეთის მოქალაქეები სასურველი სტუმრები არ არიან, ესტონეთია. ქვეყნის საგარეო მინისტრი რუსეთის მოქალაქეებს ღიად მიმართავს, რომ მათ ქვეყანაში არ ჩავიდნენ.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ.

„არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. აქ თქვენი ჩამოსვლა არავის უხარია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები