,,აგენტურის თემის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს”- ირაკლი კობახიძე

,,არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება. იგივეა, როცა საუბარია აგენტურაზე – ამ თემაზე საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების დღევანდელ წერილს.

კობახიძის თქმით, მას არ სურს კონკრეტიკაში შევიდეს, რადგან, წერილში საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანას.

„ჩვენ აქ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და ვთქვით, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებდით. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება. იგივეა, როცა საუბარია აგენტურაზე, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ამ თემაზე საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს. არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე. მით უმეტეს, ამ წერილში საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანას. ამ თემაში საერთოდ ვერ შევალ, რომც ვიცოდე, რომ კონკრეტული აგენტია. როცა კომენტარს გვთხოვთ ყოფილი კოლეგების წერილებზე, პასუხს გაგცემთ, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით, რა დოზით ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. რაღაცების უარყოფა და დადასტურება მომავალშიც გაგვიჭირდება. შეიძლება, რაღაც წერილში ასი პროცენტით სიმართლეა, მაგრამ როგორც კი რაღაცას დავადასტურებთ ან არა, ეს იქნება სერიოზული პრობლემა. ვერც ერთ წერილს ვერ დაგიდასტურებთ ვერც ერთი პროცენტით, ყოველთვის ზოგად პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები